ექსპერტები: 30–ლარიანი ვაუჩერების გაცემა ინფლაციის რისკს ზრდის | საქართველოს ამბები | ||
ქართველი ექსპერტების შეხედულებით, მოსახლეობისთვის 30–ლარიანი საკვები ვაუჩერების გაცემა, რომლის შესახებაც მიხეილ სააკაშვილმა თავის ყოველწლიურ მიმართვაში განაცხადა, ინფლაციის რისკს გაზრდის. როგორც ეკონომიკურ საკითხების ექსპერტმა შოთა მურღულიამ სააგენტო "პირველს" განუცხადა, უმჯობესი იქნებოდა ხელისუფლებას 30–ლარიანი საკვები ვაუჩერი იმ ადამიანებისათვის გადაეცა, რომელთაც ეს მართლა სჭირდება. "უკეთესი იქნებოდა, ვაუჩერები მოსახლეობის იმ ნაწილს მიიღო, ვისაც ეს მართლა სჭირდება. მართალია, რომ ვაუჩერის მეპატრონეს შეუძლია ვაუჩერი ნებისმიერ სხვა ოჯახს დაუთმოს, თუმცა ადამიანის ბუნება ისეთია, რომ საჩუქარზე უარს არავინ იტყვის. ამასთან ერთად 30 მლნ ლარის ბაზარზე გამოჩენა ინფლაციას გააღრმავებს. ამიტომ ეს უფრო სოციალური დახმარებაა ვიდრე ანტიინფლაციური ან ეკონომიკური პროგრამა. შესაბამისად, ეს უფრო დიდ ეფექტს მოგვცემს"–განაცხადა ექსპერტმა. მურღულიას პოზიციას ეკონომიკური საკითხების ექსპერტი ემზარ ჯგერენაია იზიარებს და აღნიშნავს, რომ ვაუჩერების დარიგება ხალხს ამოსუნთქვის საშუალებას მისცემს. "30–ლარიანი ვაუჩერების დარიგება ინფლაციის საფრთხეს ზრდის. ეს უფრო სოციალური პროგრამაა, ვიდრე ეკონომიკური, თუმცა, ამ შემთხვევაში ხელისუფლებამ გადაწყვეტილება ხალხის სასარგებლოდ მიიღო. წყარო - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_1194.html
| |||
განათავსა - Legatuss | 13 თებ. 2011, 14:25 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.