სოჭში ჩაძირულ სატვირთო გემზე საქართველოს მოქალაქე იმყოფებოდა | საქართველოს ამბები | ||
ტანზანიის დროშით მოცურავე სატვირთო გემი შავ ზღვაში სოჭის სანაპიროსთან შტორმა დაამტვრია. ეს დღეს დაახლოებით 06:00 საათზე მოხდა. მაშველებმა სატვირთო გემის ეკიპაჟის ევაკუაცია მოახდინეს. საგანგებო სიტუაცია კვირას ,დაახლოებით 06:00 საათზე სოჭის პორტთან მოხდა, სადაც გემმა ძლიერი შტორში მოხვდა. სატვირთო გემი "ბეშიკტაში" ორ ნაწილად დაიმტვრა. გემის წინა ნაწილი წყალში ჩაიძირა, გემზე მყოფი ადამიანები გადარჩნენ, გემის გადარჩენილი ნაწილი წყალმა ზღვისპირა ქალაქის სანაპიროზე გამორიყა. გემის ეკიპაჟის წევრებს შორის საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის მოქალაქეები იმყოფებოდნენ. სამაშველო ოპერაცია ამ მომენტშიც მიმდინარეობს. ამ დროისათვის ეკიპაჟის 12 წევრიდან მხოლოდ 10 ადამიანია გადარჩენილი. სავარაუდოდ დარჩენილი ორი მეზღვაური ზღვაში დაიღუპა. განახლებული ინფორმაციით: სამაშველო სამსახური ამ დრომდე ეძებეს სოჭის სანაპიროსთან ჩაძირულ გემზე მყოფ მეზღვაურს როლანდ ბერიძეს. ბორტზე საქართველოს 4 მოქალაქე იმყოფებოდა. მათგან მაშველებმა მხოლოდ სამი ადამიანის–ზაზა კეკელიძის, იმედა ქობულაძისა და ჯიხან კიჩერის გადარჩენა შეძლეს. "საერთოდ ბორტზე 12 ადამიანი იმყოფებოდა . სატვირთო გემს სოჭის ოლიმპიადისათვის ინერტული მასალები გადაჰქონდა"–განაცხადა საქართველოს დროებითმა რწუმენებულმა რუსეთში გივი შუგაროვმა. სატვირთო გემზე მყოფი საქართველოს მოქალაქეები მეზღვაურთა კავშირის წევრები არ იყვნენ, ამიტომაც მათ შესახებ ბათუმი არანაირ ინფორმაციას არ ფლობს. შეგახსენებთ, რომ სოჭის სანაპიროსთან ძლიერი შტორმის შედგეად ტანზანიის დროშით მოცურავე გემი ჩაიძირა. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_1192.html
| |||
განათავსა - Legatuss | 13 თებ. 2011, 14:21 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.