საქართველოში იგეგმება ევროკომისარის ვიზიტი ენერგეტიკის საკითხებთან დაკავშირებით | საქართველოს ამბები | ||
მომავალი წლის გაზაფხულს იგეგმება ევროკომისარის გიუნტერ ოტინგერის ვიზიტი საქართველოში ენერგეტიკის საკითხებთან დაკავშირებით. ამის შესახებ იტყობინება ,,КАВКАЗ-ПРЕСС" ენერგეტიკის სამინსტროზე დაყრდნობით. ამ საკითხთან დაკავშირებით შეთანხმება მიღწეული იქნა საქართველოს დელეგაციის ბრიუსელში ვიზიტისას. საქართველოს დელეგაცია პრემიერ-მინისტრის ნიკა გილაურის ხელმძღვანელობით იმყოფებოდა ბრიუსელში 4-5 ნოემბერს, სადაც გაიმართა კონფერენცია ენერგეტიკის საკითხებთან დაკავშირებით. მასში მონაწილეობა მიიღო ევროკომისარმა ენერგეტიკის საკითხებთან დაკავშირებით გიუნტერ ოტინგერმა, საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა ალექსანდრე ხეთაგურმა, ევროკავშირის მაღალი რანგის წარმომადგენლებმა, სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებმა, კერძო კომპანიების წარმომადგენლებმა. კონფერენციაზე პრემიერ-მინისტრის შემდეგ სიტყვით გამოვიდა საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი ალექსანდრე ხეთაგური, რომელმაც ისაუბრა საქართველოს საინვესტიციო გარემოზე, რომ ცვლილებები შეტანილი იქნა საკანონმდებლო და მარეგულირებელ ბაზაში ინვესტიციების მოზიდვის მიზნით. აგრეთვე შეეხო დღეისათვის მიმდინარე პროექტებს და მცირე, საშუალო,დიდი ჰესების პოტენციალს. მინისტრმა მონაწილეებს გააცნო ინფორმაცია მშენებარე შავი ზღვის ელექტროგადამცემი ხაზების შესახებ. ევროკომისარმა გიუნტერ ოტინგერმა სიტყვით გამოსვლისას კიდევ ერთხელ აღნიშნა საქართველოს განსაკუთრებული სტრატეგიული და კონსტრუქციული როლი სატრანზიტო ენერგეტიკული პროექტების განვითარების გეგმაში, ამასთან ერთად მხარი დაუჭირა საქართველოს სრულ ინტეგრაციას ევროკავშირში საკანონმდებლო ბაზის გაუმჯობესების გზით. ოტინგერმა განსაკუთრებით აღნიშნა საქართველოსა და ევროკავშირის თანამშრომლობა აღდგენად ენერგორესურსების სფეროში. წყარო - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_119.html
| |||
განათავსა - Legatuss | 09 ნოემ. 2010, 18:07 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.