პუტინი ''ნატოს'' თავიდან მოშორებას ცდილობს | მსოფლიოს ამბები | ||
ნორვეგიის გაზეთმა «Aftenposten-მა» სკანდალური ვებგვერდის WikiLeaks ინფორმაციაზე დაყრდნობით მორიგი საიდუმლო მასალები გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ რუსეთის პრემიერ-მინისტრმა ვლადიმერ პუტინმა ნატოს გენერალური დირექტორთან ანდერსონ ფოგომ რასმუსენთან შეხვედრისას განაცხადა, რომ ჩრდილოატლანტიკური კავშირის არსებობას აზრი აღარ აქვს. რუსული პრესის განცხადებით, რომელიც ნორვეგიულ გამომცემლობას ეყრდნობა, პუტინმა ზემოთხსენებული 2009 წელს მოსკოვში 3დღიანი ვიზიტით ჩამოსულ ნატოს გენერალურ მდივანთან რასმუსენთან დახურული შეხვედრის დროს განაცხადა. რუსული მედია წერს, რომ პუტინი ასეთი განცხადებით ნატოს გენერალურ მდივანს წყობიდან გამოიყვადა. Newsru.com განცხადებით, რომელიც გაზეთ «Aftenposten-ს» ეყრდნობა, რასმუსენთან შეხვედრის დროს პუტინმა პრეტენზია გამოთქვა ბულგარეთში ნატოს პაკეტის გაფართოებასთან დაკავშირებით და ამის თაობაზე დამატებითი ინფორმაციის მიწოდება მოითხოვა. ექსპერტების უმრავლესობა მაღალი წრის სენსაციური განცხადებებით გაოცებული არ იყო, რადგანაც რუსეთის პრემიერ-მინისტრი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსსა და აღმოსავლეთში მის გაფართოებას მანამდეც უხეშად იხსენიებდა. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_1186.html
| |||
განათავსა - Legatuss | 12 თებ. 2011, 15:42 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.