ჰოსნი მუბარაქი შესაძლოა სახელმწიფო ხაზინის არამიზნობრივი ხარჯისთვის გაასამართლონ | მსოფლიოს ამბები | ||
ჰოსნი მუბარაქი შესაძლოა სახელმწიფო ხაზინის არამიზნობრივი ხარჯისათვის გაასამართლონ, ამის შესახებ ამერიკული ტელეარხი ABC ეგვიპტელი იურისტების წყაროზე დაყრდნობით იუწყება. მათი აზრით, ბრალდებულის ადგილზე ექს-პრეზიდენტის ოჯახის წევრებიც უნდა აღმოჩნდნენ. ამასთან ერთად დასავლურ მედიაში მუბარაქის მდგომარეობის შესახებ სხვადასხვა შეფასებები არსებობს. ეგვიპტელი ანალიტიკოსები ათეულობით მილიარდ დოლარზე საუბრობენ. თუმცა ტელეარხ ABC-ის თანახმად, რომელიც ამერიკული დაზვერვის მონაცემებს ეყრდნობა, მუბარაქის ოჯახის უცხოური ანგარიშები 1 მილიარდი დოლარიდან 5 მილიარდ დოლარამდე მერყეობს. "ის ქურდია, მაგრამ არც ისე გლობალური მასშტაბის" -აღნიშნავდა ამერიკული გამოცემლობა. დასავლეთი მუბარაქის გადადგომას მიესალმება. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაკ ობამა სპეციალური განცხადებით გამოვიდა. მას მიაჩნია, რომ ეგვიპტის მოსალხეობამ მომხდარით უნდა იამაყოს. ხელისუფლების შეცვლას მთელი რიგი ქვეყნები მიესალმა, მათ შორის საფრანგეთი, კანადა და არაბთა გაერთიენებული ემირატები. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_1185.html
| |||
განათავსა - Legatuss | 12 თებ. 2011, 13:13 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.