საქართველო და თურქეთი აგრძელებენ მოლაპარაკებებს ეკლესიებისა და მეჩეთების აღდგენის თაობაზე | საქართველოს ამბები | ||
საქართველო და თურქეთი აგრძელებენ მოლაპარაკებებს თურქეთის ტერიტორიაზე ქართული შუა საუკუნეების ეკლესიების აღდგენისა და საქართველოში მეჩეთების მშენებლობის თაობაზე. ამის შესახებ 12 თებერვალს თბილისში ერთობლივ პრეს-კონფერენციაზე განაცხადეს ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროების უფროსებმა აჰმედ დავითოღლუმ და გრიგოლ ვაშაძემ. როგორც დავითოღლუმ განაცხადა, ეს თემა ორმხრივი ურთიერთობისა და თანამშრომლობის მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია. „ჩვენ საერთო ისტორია გვაქვს და ჩვენს ტერიტორიებზე არსებული ეკლესიები თურქეთის ისტორიული მემკვიდრეობაა და ჩვენ მათ რესტავრაციასთან დაკავშირებულ ყველა სამუშაოს განვახორციელებთ. საქართველოში არსებული მეჩეთები ასევე საქართველოს ისტორიული მემკვიდრეობაა და ეს განსაკუთრებით აჭარას ეხება, სადაც მრავალი მუსულმანი ცხოვრობს“, - აღნიშნა მან. თურქმა მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ ეს საკითხი ორ ქვეყანას აერთიანებს, და არა პირიქით, და აღნიშნულ საკითხზე მოლაპარაკებები საქართველოსა და თურქეთის ურთიერთობაში „არსებულ პოზიტივზე“ მიუთითებს. მას მხარი დაუჭირა გრიგოლ ვაშაძემ, რომელმაც ხაზი გაუსვა, რომ მოცემულ თემაზე მოლაპარაკებები დიდი ხნის წინ უნდა დაწყებულიყო და დღეს უკვე იქნებოდა აღდგენილი ეკლესიებიცა და მეჩეთებიც. „ჩვენ, რასაკვირველია, ვზრუნავთ ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებაზე და როგორც კი ეს მოლაპარაკებები კონკრეტულ ფორმას მიიღებს, ამის შესახებ ცნობილი გახდება ორივე ქვეყნის საზოგადოებისათვის“, - აღნიშნა მან. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_1182.html
| |||
განათავსა - Drakula | 12 თებ. 2011, 12:15 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.