კორუფციასთან ბრძოლას "გვერდითი მოვლენებიც" ჰქონდა-სააკაშვილი | საქართველოს ამბები | ||
პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შეფასებით, კორუფციასთან ბრძოლის პროცესში თავი იჩინა "გვერდითმა მოვლენებმა", კერძოდ, ჩამოაყალიბა "ხისტი და მოუქნელი კანონები". ამის შესახებ ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში ყოველწლიურ მიმართვისას განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა. "ქვეყნის ეკონომიკური ჯგუფის მიზანია ბიზნეს-გარემოს გაუმჯობესება. ჩვენ გამოვაცხადეთ "ახალი კურსი", რომელიც ხელისუფლებისთვის სერიოზულ გამოწვევას წარმოადგენს. საქმე იმაშია, რომ კორუფციასთან ბრძოლის გამოცხადების შემდეგ ჩვენ შევძელით ამ პრობლემის გადალახვა, მაგრამ გამოჩნდა "გვერდითი ეფექტებიც", კერძოდ, ხისტი და მოუქნელი კანონები. თუმცა, ეს არ უნდა იწყვევდეს გამოოცებას და "ახალ კურსი" სწორედ გულისხმობს ამის გადალახვას."- განაცხადა და დაამატა, რომ "ახალი კურისის" მიზანს წარმოადგენს ბიზნესსა და ხელისუფლებას შორის პარტნიორული ურთიერთობების შექმნა. წყარო - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_1176.html
| |||
განათავსა - Legatuss | 12 თებ. 2011, 10:30 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.