საქართველოს პრეზიდენტი დებატებით კმაყოფილი დარჩა | საქართველოს ამბები | ||
საქართველოს პრეზიდენტი კმაყოფილი დარჩა 11 თებერვალს პარლამენტში ჩატარებული დებატებით. „მართალია იყო პრობლემათა ჰიპერბოლიზაცია, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ჩვენ სამხრეთელი ევროპელები ვართ და ეს ჩვენთვის დამახასიათებელია“, განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა, როდესაც პარლამენტში მისი საანაგარიშო გამოსვლის შედეგების მიხედვით დებატების შედეგები მოჰყავდა. მან აღიარა, რომ იყო მისთვის საჭირო კრიტიკული მომენტები ოპოზიციის, მაგალითად, ვიცე-სპიკერ პაატა დავითაიას, დეპუტატ მაგდა ანიკაშვილისა და სხვათა გამოსვლებში. „მე მესმის ამ ადამიანების სურვილი, გააუმჯობესონ სიტუაცია, მაგრამ შეკითხვა იმაშია, გვეყოფა კი ამისათვის ბიუჯეტი. მეც მსურს მოუცველი მოვიცვა“, აღნიშნა მან. სააკაშვილმა აღნიშნა, რომ დეპუტატი ჯონდი ბაღათურია მას სოფლის მეურნეობის განვითარების ახალი პროექტის წარდგენას დაპირდა, თუმცა ჯერ კიდევ არ წარუდგენია. „არსებობს საინტერესო აზრები. მაგრამ არის პრობლემათა ჰიპერბოლიზაციაც“, თქვა მან. თუმცა, სააკაშვილის თქმით, მთლიანობაში დებატები შედგა. „ყოველწლიურად საქართველოში იზრდება ამგვარი პოლიტიკური დებატების დონე და, ვფიქრობ, აქ მყოფმა ელჩებმა მშვენივრად დაინახეს მთლიანი სურათი, რომელიც ქვეყანაშია. მე ვფიქრობ, ისინი გადასცემენ ამას მათ, ვინც აქ არაა“, აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_1175.html
| |||
განათავსა - Drakula | 12 თებ. 2011, 10:29 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.