კვეზერელი: გლეხები სიმინდის თესლს განვადებით მიიღებენ | ბიზნესი და ეკონომიკა | ||
ჰიბრიდული ჯიშის სიმინდების თესლს გლეხები განვადებით მიიღებენ. ამის შესახებ ბაკურ კვეზერელმა აგრარულ საკითხებთან დაკავშირებით არსებული საპარლამენტო კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, როდესა პასუხობდა ქრისტიან-დემოკრატების დეპუტატის ნიკა ლალიაშვილის კითხვებს. მათ შორის ლალიაშვილმა თქვა, რომ გლეხებს სიმინდის ახალი ჰექტარი 2000 ლარი დაუჯდებათ, ამასთან ერთად მათ იციან, რომ თესლი ერთჯერადია. აქედან გამომდინარე მას დააინტერესა ხელისუფლება ამ პროგრამით სუბსიდირებას ახდენს თუ ბიზნეს აკეთებს. მინისტრი დაპირდა, რომ ფერმერებს შეეძლებათ საფასურის გადახდა მარცვლის რეალიზების შემდეგ, ამასთან ერთად მათ მიყიდან სასუქსაც. ხოლო სადაზღვეო კომპანიები მზად არიან დააზღვიონ მოსავალი გვალვისგან, კვეზერელის თქმით, მან იცის ამ სახეობის მდგრადობის შესახებ. ბაკურ კევეზერელმა დარწმუნებით განაცხადა, რომ სიმინდის პროგრამას შეუძლია იმპროტი 25 პროცენტით შეავსოს. წყარო - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_1165.html
| |||
განათავსა - Legatuss | 11 თებ. 2011, 18:19 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.