ლეიბორისტები ფართომასშტაბიანი აქციისთვის ემზადებიან | საქართველოს ამბები | ||
15 თებერვალს, 13:00 საათზე, თელასის ცენტრალური კომპანიის წინ ლეიბორიტული პარტიის დახმარებით ჩატარდება საპროტესტო აქცია, ერთიანი ადმინისტრაციული კომუნალური მომსახურეობის გაუქმების მოთხოვნით. ამის შესახებ, ინფორმაციულ ბრიფინგზე, რომელიც თბილისის სხვადასხვა რაიონებში ჩატარდა, განაცხადეს ლეიბორისტული პარტიის წევრებმა. პარტიის ლიდერებმა და აქტივისტებმა მოსახლეობას დაურიგა ბუკლეტები ამ აქციასთან დაკავშირებით. როგორც ლეიბორისტების გენერალურმა მდივანმა სოსო შატბერაშვილმა განაცხადა, ასეთი კანონი მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში არ არსებობს და არსებული გადაწყვეტილებით რუსული კოპმანიის თელასის ხელისუფლება გეგმავს მოსახლეობის გაქურდვას. მისი თქმით, ამ აქციაში მონაწილეობა მოსახლეობის დიდმა ნაწილმა უნდა მიიღოს, რომ ხელისუფლება იძულებული იქნას გააუქმოს თავისი გადაწყვეტილება. ლეიბორისტების თანახმად, მსგავსი აქცია-ბრიფინგი 15 თებერვლამდე გაგრძელდება ქალაქის სხვადასხვა რაიონებში. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_1164.html
| |||
განათავსა - Legatuss | 11 თებ. 2011, 18:17 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.