„ჯეოსელი“ და „ბილაინი“ ნომერთა პორტაბელურობისათვის მზად არიან | საქართველოს ამბები | ||
მობილური კავშირის ოპერატორები „ჯეოსელი“ და „ბილაინი“ ნომერთა პორტაბელურობისათვის მზად არიან. როგორც კომპანია „ჯეოსელის“ იურისტმა სანდრო სადაგაშვილმა განაცხადა, ტესტირების რეჟიმმა წარმატებით ჩაიარა და კომპანია მზადაა, უზრუნველყოს მოცემული სერვისი. მისი თქმით, ნომერთა პორტაბელურობა გავლენას მოახდენს კონკურენციაზე და შესაძლოა სატარიფო პოლიტიკაზეც იმოქმედებს. პორტაბელურ ნომრებზე გადასვლის შემდეგ აბონენტთა რაოდენობის გაზრდას კომპანია „ბილაინში“ მოელიან. „სატესტო რეჟიმისათვის ყველაფერი მზადაა. პირველი ორი თვის განმავლობაში, კომუნიკაციათა ეროვნულ კომისიასთან შეთანხმებით, პორტაბელურობის ვადაა 14 დღე, შემდეგ ეტაპზე მცირდება 7, შემდეგ კი 3 დღით“, - განაცხადა საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა თეონა ბაღდავაძემ. ნომერთა პორტირება უფასოა. სურვილისამებრ, აბონენტი მის გამოყენებას მრავალჯერ შეძლებს. მობილური კავშირის კომპანიებს შორის ნომერთა პორტირება ძალაში შევა 15 თებერვლიდან. ამ სისტემის ამოქმედებისთანავე, აბონენტს შესაძლებლობა ექნება, ტელეფონის ნომრის გამოცვლის გარეშე ამოირჩიოს სხვა ოპერატორის ქსელში ჩართვა. წყარო - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_1156.html
| |||
განათავსა - Drakula | 11 თებ. 2011, 13:09 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.