საქართველოში რეფორმირებული იქნება დავების საბჭო | საქართველოს ამბები | ||
საქართველოს მთავრობა ფინანსთა სამინისტროს დავების საბჭოს რეფორმას გეგმავს. ბიზნესის ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტის გიორგი ისაკაძის ინფორმაციით, ამის თაობაზე პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა ორი კვირის წინ ბიზნესმენებთან დახურულ შეხვედრაზე გააკეთა. თუმცა მას სავარაუდო რეფორმის დეტალების კონკრეტიზირება არ მოუხდენია. როგორც ისაკაძემ განაცხადა, ბიზნეს-წრეები ელიან, როდის გამოაქვეყნებს მთავრობა საჯაროდ თავის განზრახვებს. თუმცა მან აღნიშნა, რომ იმ ფორმით, რომლითაც დავების საბჭო დღესდღეობით არსებობს, სამთავრობო მხარეს წარმოადგენს, მეწარმეებს კი სურთ, აღნიშნული საბჭო დამოუკიდებელი იხილონ. დავების საბჭოს რეფორმას ბიზნეს-ომბუდსმენიც უჭერს მხარს. გიორგი პერტაია აცხადებს, რომ საბჭო უნდა შეიცვალოს, თუმცა, მისი თქმით, საბჭოს რეფორმის მიმართ მთავრობას საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია. ომბუდსმენმა თქვა, რომ ამის თაობაზე ამბები უახლოეს მომავალში გამოჩნდება. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_1152.html
| |||
განათავსა - Drakula | 11 თებ. 2011, 13:06 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.