საქართველო ნატოში ორ ძირითად საკითხს განიხილავს | მსოფლიოს ამბები | ||
ბრიუსელში ჩრდილოატლანტიკური საბჭოს მუდმივი კომისიის სხდომაზე ორი საკითხი განიხილება. როგორც ნატოში საქართველოს ელჩმა გრიგოლ მგალობლიშვილმა განაცხადა, კომისია განიხილავს ნატოს ეროვნულ ყოველწლიურ პროგრამას საქართველოსთვის. „ამ წელს ალიანსი ძალიან აქტიურ მონაწილეობას იღებს დოკუმენტის შემუშავების პროცესში. ეს ყოვლისმომცველი დოკუმენტია, რომელიც მოიცავს პოლიტიკას, ეკონომიკას, სამართალს, სამხედრო სფეროთი და რესურსებით მართვას“, - თქვა ელჩმა. კომისიამ დაამტკიცა 2011 წლის ნატო-საქართველოს თანამშრომლობის ეროვნული ყოველწლიური პროგრამა. მანამდე იგი განხილულ იქნა ნატო-საქართველოს კომისიის პოლიტიკური კომიტეტით. როგორც მგალობლიშვილმა აღნიშნა, ეროვნული გეგმის გარდა, ბრიუსელში განიხილება ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში საქართველოს სახელმწიფო სტრატეგიის მოქმედებათა გეგმაც. საქართველოს დელეგაცია ბრიუსელში 10 თებერვალს ჩავიდა. მასში შედიან რეინტეგრაციის სახელმწიფო მინისტრი ეკატერინე ტყეშელაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე თორნიკე გორდაძე და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციის საკითხების სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ელენე ხოშტარია. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_1151.html
| |||
განათავსა - Drakula | 11 თებ. 2011, 13:05 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.