სასჯელაღსრულების სასწავლო წენტრის 5 წლის იუბილე აღინიშნა | საქართველოს ამბები | ||
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრის 5 წლისთავის იუბილესთან დაკავშირებით საგანგებო ღონისძიება და მიღება გაიმართა. შეხვედრა სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრმა ხათუნა კალმახელიძემ გახსნა; ღონისძიების ფარგლებში შედგა სასწავლო ცენტრის შესახებ ფილმის პრეზენტაცია, დონორ ორგანიზაციებს კი მადლობის სიგელები გადაეცა. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრი ხელს უწყობს სამინისტროს სისტემაში მიმდინარე სამართლებრივი რეფორმის განხორიცელებას, უზრუნველყოფს უწყებაში დასაქმებული საჯარო მოხელეების, პერსონალის ან დასაქმების სურვილის მქონე პირთა მომზადებას, გადამზადებას და კვალიფიკაციის ამაღლებას. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ შვედეთის განვითარების სააგენტოს (Sida) ოფისის ხელმძღვანელი, მრჩეველი ალფ ელიასონი, საფრანგეთის ელჩი საქართველოში ერიკ ფურნიე, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) წარმომადგენელი საქართველოში ჯეინი მაკგოლდრიკი, ევროსაბჭოს წარმომადგენელი საქართველოში ბორის ვოდსი, აშშ-ის ელჩის მოადგილე კენტ ლოგსდონი, ნორვეგიის კანონის უზენაესობის მრჩეველთა მისიის (NORLAG) ხელმძღვანელი ლარს კრისტიან-სუნდე, საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) კონსულტანტი კერი ნილი, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების სფეროში ევროკავშირის ატაშე ევა პასტრანა. წყარო - mcla.gov.ge
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_115.html
| |||
განათავსა - teo- | 09 ნოემ. 2010, 16:56 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.