წყალტუბოს მეორე ლას-ვეგასად გადაქცევის იდეა ჯერ კიდევ არ განხორციელებულა | საქართველოს ამბები | ||
წყალტუბოს მეორე ლას-ვეგასად გადაქცევის იდეა ჯერ კიდევ არ განხორციელებულა. სამი წლის წინ ხელისუფლებამ წყალტუბო სათამაშო ბიზნესის ზონად გამოაცხადა,რომელიც განთავისუფლებული იქნება გადასახადებისაგან. მაგრამ როგორც რეგიონის გუბერნატორი აცხადებს ამჟამად წყალტუბოში მოქმედებს მხოლოდ ერთი კაზიონო. მისი ინფორმაციით, ახალი კაზინოს მშენებლობასთან დაკავშირებით, ინვესტროების მხრიდან დაინტერესებას ადგილი არ აქვს. წყალტუბოსაგან განსხვავებით, ბიზნესმენებმა დაიწყეს კაზინოების მშენებლობა სიღნაღში და ბაკურიანში. ხელისუფლებამ გაამარტივა სათამაშო ბიზნესის მოწყობა ამ ტერიტორიებზე გასულ წელს. როგორც სიღნაღის გამგებელი იუწყება, 2010 წელს ქალაქში გაიხსნა კაზინო "ჩემპიონ 111", რომელიც სარგებლობს შეღავათებით და ჰყავს საკმაოდ ვრცელი კლიენტურა. მისი თქმით, სათამაშო აპარატების სალონი მოწყობილია წნორშიც,რადგან შეღვათები ინვესტორებს იზიდავს. წყარო - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_1148.html
| |||
განათავსა - Legatuss | 10 თებ. 2011, 17:25 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 5 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.