პოლონეთის პარლამენტმა პირველ პირებს ერთი თვითმფრინავით მგზავრობა აუკრძალა | ![]() | მსოფლიოს ამბები | |
როგორც ინტერფაქსი პოლონურ რადიოზე მინიშნებით იტყობინება, ერთად ვერ იფრენენ პოლონეთის პრეზიდენტი, ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, სენატის სპიკერი და სეიმის სპიკერი. ასევე მათთან ერთად ვერ იფრენენ შეიარაღებული ძალების, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ხელმძღვანელები და მთავრობის ზოგიერთი წევრი. როგორც ცნობილია, 2010 წლის 10 თებერვალს პოლონეთის სამთავრობო თვითმფრინავი ტუ-154, რომელზეც იმყოფებოდა პოლონეთის პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი, დაიმსხვრა სმოლენსკთან. პოლონეთის პრეზიდენტი ოფიციალურ პოლონურ დელეგაციასთან ერთად მიფრინავდა კატინში სამემორიალო ღონისძიებებში მონაწილეობისათვის. ბორტზე 96 ადამიანი იმყოფებოდა: 88 მგზავრი და რვა ეკიპაჟის წევრი. ავიაკატასტროფის შედეგად ვერავინ გადარჩა. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_1144.html
| |||
განათავსა - Drakula | 10 თებ. 2011, 17:19 | ახალი ამბები » | |||
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
სტატიის რეიტინგი | ![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
ხმები: 0 |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.