ჩინეთი ირანის რკინიგზებში 13 მლრდ დოლარს დააბანდებს | მსოფლიოს ამბები | ||
დღეს, 10 თებერვალს, ცნობილი გახდა, რომ ჩინეთი ირანში სარკინიგზო პროექტის რეალიზაციაში 13 მლრდ დოლარს დააბანდებს, იტყობინება გაზეთი „Коммерсантъ“. ორ ქვეყანას შორის გაფორმებული კონტრაქტი ითვალისწინებს განშტოებული სარკინიგზო ქსელის მშენებლობას, რომლის საერთო სიგრძე 5.3 ათას კმ-ზე მეტი იქნება. ირანული წყაროების მონაცემების თანახმად, ბოლო წლებში ჩინეთი მტკიცედ გავიდა პირველ ადგილზე ისლამური რესპუბლიკის ეკონომიკურ პარტნიორთა შორის და ირანის ეკონომიკაში ინვესტიციათა მოცულობით ლიდერობს. ირანი, თავის მხრივ, შედის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ნავთობის ძირითადი მომწოდებლების სიაში. ბოლო 15 წლის განმავლობაში ორ ქვეყანას შორის საქონელბრუნვა 50-ჯერ გაიზარდა და გასული წლის შედეგებით დაახლოებით 30 მლრდ დოლარი შეადგინა. წყარო - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_1143.html
| |||
განათავსა - Drakula | 10 თებ. 2011, 17:18 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.