ლეიბორისტები მაჟორიტარული დეპუტატების ინსტიტუტის გაუქმებას მოითხოვენ | საქართველოს ამბები | ||
ლეიბორისტული პარტია პარლამენტის მაჟორიტარული რაიონული დეპუტატების ინსტიტუტის გაუქმებას მოითხოვს. როგორც 10 თებერვალს ლეიბორისტული პარტიის ოფისში გამართულ პრეს-კონფერენციაზე პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა განაცხადა, დეპუტატთა კორპუსი კოლექტიურ სააკაშვილს განასახიერებს. „მომავალში რეჟიმი არსებობას სწორედ დეპუტატთა კორპუსის, და არა რომელიმე პარტიის ხარჯზე აპირებს. დღეიდან ჩვენ ვიწყებთ ბრძოლას, რათა სამუდამოდ გავაუქმოთ მაჟორიტარიზმი და მოვუწოდებთ ხალხს, განვდევნოთ მოღალატე ე. წ. რაიონული დეპუტატები“, - განაცხადა ნათელაშვილმა. მისი თქმით, ხალხი ბედნიერი იქნება მაშინ, როდესაც არ იქნება მაჟორიტარიზმი. ლეიბორისტული პარტია მაჟორიტარიზმის გაუქმების მოთხოვნის აქციების მოწყობას აპირებს. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_1141.html
| |||
განათავსა - Drakula | 10 თებ. 2011, 13:02 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.