მოსკოვში სალომე ზურაბიშვილისა და ლავროვის შეხვედრა გაიმართება | მსოფლიოს ამბები | ||
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს უფროსის სერგეი ლავროვისა და პარტია „საქართველოს გზის“ ექს-ლიდერის სალომე ზურაბიშვილის შეხვედრა მოსკოვში თებერვალში გაიმართება. როგორც სააგენტო კავკაზ-პრესს პარტიის პრეს-სამსახურში შეატყობინეს, შეხვედრა გაეროს უსაფრთხოების საბჭოს ირანის ჯგუფის ფარგლებში გაიმართება. სალომე ზურაბიშვილი გაეროს უსაფრთხოების საბჭოს მიერ შექმნილი ჯგუფის ხელმძღვანელია, რომელიც ირანის საკითხებზე იმუშავებს. ზურაბიშვილმა უკვე განახორციელა ვიზიტები რიგ ქვეყნებში. პრეს-სამსახურის ინფორმაციით, ზურაბიშვილისა და ლავროვის შეხვედრაზე საქართველოს საკითხი განხილული არ იქნება. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_1139.html
| |||
განათავსა - Drakula | 10 თებ. 2011, 12:06 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.