დეოკუპირებულ პერევში პირველად გაიხსნა თანამედროვე პოლიცია | საქართველოს ამბები | ||
ერთწლიანი ოკუპაციის შემდეგ არც თუ ისე დიდი ხნის წინ გათავისუფლებულ სოფელ პერევში (საჩხერის რაიონი, იმერეთის რეგიონი, დასავლეთ საქართველო) გაიხსნა პოლიციის ახალი შენობა. გახსნის ცერემონიალზე იმყოფებოდა შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი და რეგიონის გუბერნატორი ლაშა მაკაცარია. მინისგან აშენებულ შენობაში 12 პოლიციელი იმუშავებს. მინის შენობა, როგორც მერაბიშვილმა აღნიშნა, წარმოადგენს გამჭირვალე პოლიტიკის გაგრძელებას, რომელსაც პოლიციაც მიჰყვება. პერევის პოლიცია მოემსახურება სოფელ ჯრიას, ჩალისა და პრევის მოსახლეობას. ეს სოფლები ახლოსაა განლაგებული ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთთან. უნდა აღინიშნოს, რომ 2010 წლეს აშენებული იქნა 62 ახალი პოლიციის შენობა. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_1133.html
| |||
განათავსა - Legatuss | 10 თებ. 2011, 11:26 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.