მეკობრეების მიერ შეპყრობილ სუპერტანკერზე საქართველოს მოქალაქე იმყოფება | საქართველოს ამბები | ||
საქართველოს მოქალაქე იყოფება იმ ბერძნული ეკიპაჟის MT Irene SL-ის 25 წევრს შორის, რომელიც შეპყრობილი იქნა მეკობრეების მიერ სამშაბათს, რია ნოვოსტის შეატყობინა საბერძნეთის სანაპირო დაცვის წარმომადგენელმა. "ეკიპაჟის შემადგენლობაში 25 ადამიანია, მათ შორის 7 ბერძენი, 17 ფილიპინელი და ერთი საქართველოს მოქალაქე"-თქვა სააგენტოს თანამოსაუბრემ. "თავდაპირველად ჩვენ გვქონდა ინფორმაცია, რომ შეპყრობილი უკრაინელი იყო, მაგრამ შემდეგ ჩვენ მივიღეთ ეკიპაჟის წევრების სია კომპანიის მეპატრონისაგან და დავრწმუნდით, რომ ის საქართველოს მოქალაქეა"-დაამატა მან. მათი წარმომადგენლის განცხადებით, ტანკერი მიემგზავრებოდა სპარსეთის ყურიდან ა.შ.შ-ში მექსიკის ყურის ერთერთი პორტიდან დაახლოებით 270 ათასი ნედლი ნავთობით ბორტზე. "გემი შეპყრობილი იქნა დღეს დილის 11 საათზე ათენის დროით (12.00 მსკ) 200 ზღვის მილში ომანის აღმოსავლეთ სანაპიროსთან" - დააკონკრეტა სანაპირო დაცვის წარმომადგენელმა. მან ვერ შეძლო შეეტყობინებინა დაშავდა თუ არა ვინმე ეკიპაჟის შეპყრობის დროს. ტანკერი მიეკუთნებოდა საბერძნეთის კომპანიას დარეგისტრირებული ათენის პირეის ყურეში. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_1127.html
| |||
განათავსა - Legatuss | 09 თებ. 2011, 20:45 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.