იაპონიის ელჩი ბათუმის დელფინარიუმს შვიდ დელფინს აჩუქებს | საქართველოს ამბები | ||
საქართველოში იაპონიის საელჩოს ხელშეწყობით ბათუმის დელფინარიუმს თვის განმავლობაში შვიდი დელფინი შემოემატება, ხოლო ქვეყანაში იაპონელი ტურისტები ჩამოვლენ. ამის შესახებ იაპონიის ელჩმა მასაეში კომოჰარამ 9 თებერვალს პარლამენტის ვიცე-სპიკერთან ანზორ ბოლქვაძესთან შეხვედრაზე განაცხადა. ბოლქვაძემ მოუყვა ელჩს აჭარის ბოლო პროექტებზე, რომლებიც მიმართულია ბათუმისა და ზღვის სანაპიროს განვითარებასა და ზემო აჭარაში ზამთრის კურორტის მშენებლობაზე. დიპლომატმა აღნიშნა, რომ საქართველოში ორი წლის მუშაობის განმავლობაში იგი ჯერ არ ყოფილა აჭარაში და აღფრთოვანებულია მისი გარდაქმნით. მან თქვა, რომ თვის განმავლობაში იაპონიის საელჩოს ხელშეწყობით ბათუმის დელფინარიუმი შვიდ დელფინს მიიღებს. ანზორ ბოლქვაძე დაინტერესდა იაპონელი ტურისტების მიერ საქართველოში და, კერძოდ, აჭარაში ჩამოსვლის პერსპექტივით. ელჩის თქმით, ივნისში იაპონიიდან ტურისტთა პირველი გამოცდილი ჯგუფი ჩამოვა. „ვფიქრობ, ჩემი თანამემამულეების მხრიდან საქართველოსადმი ინტერესის გაღვივების დიდი პოტენციალი არსებობს. ამისათვის აუცილებელია საქართველოსა და იაპონიას შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა დაყენდეს“, - აღნიშნა მასაეში კომოხარამ. მან ასევე აღნიშნა, რომ იაპონიის საელჩომ საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში არა ერთი პროექტი განახორციელა, მათ შორის აჭარაში სოფლის მეურნეობის, განათლებისა და ჯანდაცვის სფეროებში. იაპონურმა მხარემ ასევე ქართველ და იაპონელ ბიზნესმენებს შორის კონტაქტების აქტივიზაციის მზადყოფნა გამოხატა. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_1123.html
| |||
განათავსა - Drakula | 09 თებ. 2011, 20:41 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.