საპარლამენტო კომიტეტი ჯანდაცვის პროგრამების კონტროლის გამკაცრებას ითხოვს | საქართველოს ამბები | ||
ჯანდაცვისა და სოციალური საკითხებთან დაკავშირებით არსებული საპარლამენტო კომიტეტი აუცილებლად მიიჩნევს ჯანდაცვის პროგრამებზე კონტროლის გამკაცრებას. ოთარ თოიძის თქმით, ეს სისტემა სულ 3 წლისაა და მას ჭირდება მხარდაჭერა და ხელშეწყობა, ამიტომ შემდეგ კვირას კომიტეტი დაიწყებს კონტროლის გამკაცრების მექანიზმის შექმნას. პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ ჯამრთელობისა და სოციალური საკითხებთან დაკავშირებულ კომიტეტს დაავალა დეტალურად შეესწავლათ კონტროლის პალატის შეთანხმება სადაზღვეო კომპანიების სახელმწიფო პროგრამებში მონაწილეობის შესახებ და წარმოადგინოს ანგარიში. შეგახსენებთ, რომ კონტროლის პალატამ გამოავლინა სერიოზული დარღვევები სადაზღვეო კომპანიებში, კერძოდ, სახელმწიფოს მიერ პროგრამებზე გამოყოფილი 284 მილიონიდან ბენეფიციარებზე დახარჯული იქნა ამ თანხის 40 პროცენტი, ხოლო მათი მოგების ზღვარმა 60%-ს გადააჭარბა. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_1122.html
| |||
განათავსა - Legatuss | 09 თებ. 2011, 20:40 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.