aspurcela.ge
ცენტრალური გათბობა, გამოიძახეთ საქმეთა მწარმოებელი

 რატომ განახევრდა საქართველოდან ცხვრის ექსპორტი ბიზნესი და ეკონომიკა  ბიზნესი და ეკონომიკა 
ცხვრის ექსპორტი, რაზეც მთავრობა და განსაკუთრებით სოფლის მეურნეობის სამინისტრო დიდ იმედებს ამყარებდა, ჩავარდნის პირასაა. უცხოელები ქართული ცხვრის შესყიდვისგან თავს ძირითადად სიძვირის გამო იკავებენ. ქვეყნიდან რაც გადის, მისი დიდი ნაწილი უცხოეთის ბაზრებზე სომხეთის გავლით ხვდება. ირანელი ვაჭრების შუამავლები სომხები არიან. ცხვარი აზერბაიჯანის გავლითაც გადის და აქაც ადგილობრივები არიან შუამავლები.



შეიძლება ითქვას, რომ ქართული ცხვრის ექსპორტი ირანში ხელში სომხებმა ჩაიგდეს. იმის გამო, რომ ცხვრის თვითმფრინავებით გადაყვანა ძვირი ჯდება, ირანელმა ვაჭრებმა მისი ხმელეთით ტრანსპორტირება ამჯობინეს და ამ საქმეში დასახმარებლად ისევ ძველ პარტნიორებს, სომხებს მიმართეს.


სომხები ამ სავაჭრო ოპერაციაში ადრეც მონაწილეობდნენ. ისინი წლებია საქართველოში ჩამოდიან, ადგილობრივი მეცხვარეებისგან საქონელს ყიდულობენ, დიდ ფარად აგროვებენ და ირანელებისთვის სომხეთში გადაჰყავთ. სტატისტიკის თანახმად, წლის დასაწყისიდან საქართველოდან სომხეთში ცხვრისა და თხის მთლიანი ექსპორტის 62% გავიდა. ცხვარი გაიყვანეს აგრეთვე აზერბაიჯანში, ირანსა და ლიბანში. სომხეთში კი წლეულს 919 ათასი ცხვარი აღირიცხა, მაშინ როცა შარშან მათი რაოდენობა მხოლოდ 511 ათასს შეადგენდა.


ცოცხალი ცხვრის საქართველოდან შეყვანა ირანმა გაზაფხულზე აკრძალა, მაგრამ შემდეგ ბაკურ კვეზერელი თეირანში მეცხვარეთა ორგანიზაციის ხელმძღვანელთან ერთად ჩავიდა და ირანელები ცხვრის იმპორტირებაზე დაითანხმეს.


ირანელები პირდაპირ ქართველ მეცხვარეებზე ჯერ ვერ გამოვიდნენ. როგორც მეცხვარეები ამბობენ, სომხებს ირანელები შეცდომაში შეყავთ, ეუბნებიან, რომ საქართველოში გადაადგილება უსაფრთხო არ არის და გზაზე შეიძლება დააყაჩაღონ. ირანელზე თავდასხმა შარშან მართლაც მოხდა და კონკურენტებმაც ამით ისარგებლეს. გარდა ამისა, სომხეთი ქართველებს ცხვრის საკუთარ ტერიტორიაზე ტრანზიტისას გზად პრობლემებსაც უქმნის და დოკუმენტაციას სთხოვს. ქართველებს ძვირი უჯდებათ სომხეთში ხმელეთით ტრანსპორტირება, რადგან ერთი ცხვრის გატარებაში საშუალოდ 4 დოლარამდე ითხოვენ. თითქმის იგივე სიტუაციაა აზერბაიჯანშიც.


საქართველოდან ცხვრის ექსპორტზე ცხვრის ფასმაც იმოქმედა. სული ცხვარი შარშანდელთან შედარებით დაახლოებით 20%-ით, 140-დან 180 ლარამდე გაძვირდა. ქართველმა მეცხვარეებმა, რაც საქართველოში არაბი ვაჭრები მასობრივად ჩამოვიდნენ და ინტერესი სხვა უცხოელებისგან დაინახეს, საქონელი გააძვირეს. ცხვრის ფასი არარეალურ ნიშნულს მიუახლოვდა. 


შესასყიდი ფასისა და მაღალი სატრანსპორტო დანახარჯების გამო, ბევრმა აზიელმა ექსპორტიორმა ქართულ ცხვარზე უარი თქვა (თვითმფრინავით ერთი სული ცხვრის გადაყვანა $50 უჯდებოდათ). ირანში 1 კგ ცხვრის ხორცის ფასი $8-10-ს აღწევს, მისი გატანა გაცილებით იაფი დაჯდება, ვიდრე ცოცხალი პირუტყვის ტრანსპორტირება. ხორცის საექსპორტოდ დაფასოება რომ მოხდეს, ამისთვის ცხვრის სპეციალიზებული სასაკლაო უნდა იყოს, რაც ქვეყანაში ჯერ არ არსებობს.


2009 წელს ექსპორტით 266.244 სული ცხვარი გავიდა. სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამოთვალეს, რომ საქართველოს უახლოეს მომავალში ექსპორტზე 400 ათასამდე ცხვრის გაყვანა შეუძლია.


ბექა გონაშვილი (მეცხვარეთა ასოციაციის პრეზიდენტი): "წლის დასაწყისიდან ქვეყნიდან დაახლოებით 80-90 ათასამდე ცხვარია გასული. შარშან ამ დროს კი 200 ათასი ცხვარი იყო ექსპორტირებული. ეს ძირითადად მაღალი ფასის ბრალია. საქართველოს მეტის გაყვანაც შეუძლია, მაგრამ ამისთვის მუდმივი კლიენტი უნდა შეიძინოს. თუმცა ცხვრის საექსპორტო პოტენციალი 300 ათასზე მეტი არ არის. მოსახლეობამ ძალიანაც რომ მოინდომოს, ბევრს ვერ მოამრავლებს. 


მეცხვარეებს განსაკუთრებით ცხვრის გამოზამთრება უჭირთ, რადგან საკმარისი ზამთრის საძოვრები არ არის. ადრე ცხვარი ყიზლარის ზამთრის საძოვრებზე მიყავდათ, მაგრამ ახლა ქვეყანა უკვე საძოვრების სიმცირეს განიცდის".
წყარო - kvirispalitra.ge

გაუზიარე სხვებს:
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_112.html
განათავსა - mariami | 09 ნოემ. 2010, 16:45 | ახალი ამბები »
 

"რატომ განახევრდა საქართველოდან ცხვრის ექსპორტი" | შესვლა/რეგისტრაცია | 0 კომენტარი
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.
კომენტარების გაკეთება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ წევრებს, რეგისტრაცია

გათბობა, გათბობის მასალები, გამათბობლები, გათბობის სისტემის მონტაჟი

სტატიის რეიტინგი
საშუალო ქულები: 5
ხმები: 1


მიეცით ხმა ამ სტატიას:

საუკეთესო
ძალიან კარგი
კარგი
საშუალო
ცუდი


მენიუ
 მთავარი გვერდი
• კომპანიები [12349] »
• ტოპ შეთავაზება [138] »
• პროდუქცია და სერვისი [4528] »
• კერძო განცხადება [105] »
• წევრი საიტზე [2590] »
 ახალი ამბებიNew content !
 რუბრიკები »
 საქართველოს ამბები »
 მსოფლიოს ამბები »
 ბიზნესი და ეკონომიკა »
 სტატიების ძებნა »
 სტატიის განთავსება »
 გამოფენები, ფორუმები »
 წევრები
 ჯგუფები »
 ჩემი კაბინეტი »
 ჩემი პროფილი »
 ჩემი შეტყობინებები »
 გამოკითხვები »
 მოდულები
 თამაშები საიტზე »New content !
 Seo ხელსაწყოები »New content !
 ფაილები და ბმულები
 გადმოწერა »
 ლინქ რეფერალები »New content !
 სხვა
 საიტის რუქა »
 ჩვენს შესახებ »
 კონტაქტი »

  • 22 დეკემბერი 2024
  • English Georgian