შემდეგ არჩევნებზე ბიომეტრიული პირადობების გამოყენება ვერ მოხერხდება | საქართველოს ამბები | ||
საქართველოში ბიომეტრიული პირადობის მოწმობების გაცემა მიმდინარე წლის ივნისიდან დაიწყება, თუმცა, 2012 წლისთვის დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნები, როგორც ჩანს, მათი გამოყენებით არ ჩატარდება. ამის შესახებ 9 თებერვალს განაცხადა საამომრჩევლო გარემოზე მომუშავე ჯგუფის წევრმა უმრავლესობიდან პავლე ყუბლაშვილმა. მისი თქმით, ის, თუ „რამდენად მოხერხდება ახალი პირადობების გაცემა ყველა მოქალაქისათვის, კითხვის ნიშნის ქვეშ რჩება“. „არჩევნების დღეს ამ პირადობების გამოყენება კიდევ უფრო მეტ პრობლემას შექმნის, ამიტომ, ჩვენ არ ვიზიარებთ პოზიციას იმაზე, რომ ასეთი პირადობები გამოყენებულ უნდა იქნას არჩევნების დღეს. შევეცდებით ალტერნატიული პოზიციების განხილვას“, - განაცხადა ყუბლაშვილმა. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_1119.html
| |||
განათავსა - Drakula | 09 თებ. 2011, 15:15 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.