გამოსაშვები გამოცდებისათვის რეგისტრაცია 14 თებერვალს დაიწყება | საქართველოს ამბები | ||
გამოსაშვები გამოცდებისათვის რეგისტრაცია 14 თებერვალს დაიწყება და 25 მარტამდე გაგრძელდება. გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მოსწავლეები რეგისტრაციას თავიანთ სკოლებში ელექტრონული სისტემით გაივლიან, ხოლო ექსტერნები - ასევე ელექტრონული წესით საგანმანათებლო რესურს-ცენტრებში. რეგისტრაციის დროს მათ უნდა მიუთითონ თავიანთი სახელი და გვარი, დაბადების თარიღი, პირადი ნომერი, საკონტაქტო ტელეფონის ნომერი, გამოცდების ჩაბარების ენა და ის უცხოური ენა, რომელსაც სწავლობდნენ და რომლის ჩაბარებაც სურთ. სკოლები და რესურს-ცენტრები მონაცემთა სიზუსტეს რეგისტრაციის დასრულებამდე გადაამოწმებენ. რეგისტრაციის დასრულების შემდეგ მონაცემებში ცვლილებების შეტანა არ მოხდება. გამოსაშვები მოსწავლეები და ექსტერნები მიიღებენ მოსაწვევს, რომელშიც მითითებული იქნება გამოცდების ჩატარების ადგილი და დრო. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_1118.html
| |||
განათავსა - Drakula | 09 თებ. 2011, 14:41 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.