ქართველი მიგრანტები საბერძნეთს ტოვებენ | მსოფლიოს ამბები | ||
საბერძნეთში არსებული ეკონომიკური კრიზისის ფონზე, ბოლო 2-3 წლის განმავლობაში, აღნიშნული ქვეყანა 50-60 ათასმა ქართველმა არალეგალურმა ემიგრანტმა დატოვა. ამის შესახებ საბერძნეთში ქართული სათვისტომოს ერთ-ერთი წარმომადგენელი აცხადებს. მათი ნაწილი, სამსახურის პოვნის მიზნით, ევროკავშირის სხვა ქვეყნებში გადავიდა, ხოლო დიდი ნაწილი სამშობლოში დაბრუნდა, წერს გაზეთი „რეზონანსი“. „სამსახური ძალიან ბევრმა მამაკაცმა დაკარგა. მათ, ვისაც ევროკავშირის ქვეყნებში გადაადგილების ნებართვა ჰქონდათ, ევროპის სხვა სახელმწიფოებში გაემგზავრნენ. ისინი, ვისაც ასეთი დოკუმენტები არ ჰქონდათ, საქართველოში დაბრუნდნენ. ასეთი ხალხის რიცხვი 60 ათასს აღწევს. მძიმე მდგომარეობაში არიან ქართველი ქალებიც, მაგრამ მამაკაცებისაგან განსხვავებით, მათთვის მაინც უფრო ადვილია საბერძნეთში სამსახურის პოვნა“, - აცხადებს რესპონდენტი. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_1110.html
| |||
განათავსა - Drakula | 08 თებ. 2011, 15:16 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.