საქართველოში ტელერეკლამის ღირებულება 30%-ით გაიზარდა | ბიზნესი და ეკონომიკა | ||
საქართველოში სატელევიზიო რეკლამის ღირებულება, გასულ წელთან შედარებით, 30%-ით გაიზარდა. ექსპერტები ამას ბაზარზე მონოპოლიის გაღრმავებით ხსნიან. კომპანია „ჯენერალ მედია“ ქვეყნის სატელევიზიო რეკლამის ბაზრის 95%-ს ფლობს და ტელეკომპანიებისათვის „რუსთავი 2“, „იმედი“, „მზე“, „პირველი სტერეო“, ასევე საზოგადოებრივი მაუწყებლობისათვის სწორედ იგი ჰყიდის სარეკლამო დროს. კონსალტინგური კომპანია „ჯეპრას“ მთავარი კონსულტანტის სოსო გამულაშვილის განცხადებით, სარეკლამო ბაზარი კვლავ სტაგნაციაში იმყოფება. მისი თქმით, აღინიშნება ინტერნეტ-რეკლამის ზრდა, რომელიც სერიოზულ იერიშს ახდენს ტელებაზარზე. წყარო - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_1106.html
| |||
განათავსა - Drakula | 08 თებ. 2011, 10:47 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 1 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.