„კონსტიტუციის 42-ე სტატიამ“ ყველაზე პრობლემურ სფეროდ პენიტენციური სისტემა დაასახელა | საქართველოს ამბები | ||
ადამიანის უფლებების დარღვევის თვალსაზრისით არასამთავრობო ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42-ე სტატიამ“ ყველაზე პრობლემურ სფეროდ პენიტენციური სისტემა დაასახელა. არასამთავრობო ორგანიზაციის 2010 წლის ანგარიშის თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ პატიმრობის პირობები არსებითად გაუმჯობესდა, ორგანიზაციაში მაინც შემოდის მრავალი საჩივარი არაადეკვატურ სამედიცინო მომსახურებასთან დაკავშირებით. პატიმართა სამი განაცხადი გაგზავნილია სტრასბურგის სასამართლოში ჯეროვანი მკურნალობის მოთხოვნით. მათგან ორისთვის სასჯელის ვადა გაგრძელდა განკურნებამდე, ხოლო სამის მიმართ ადეკვატური მკურნალობაა დაწყებული. მეორე პრობლემურ სფეროდ ორგანიზაცია სასამართლო სისტემას ასახელებს. ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2010 წლის განმავლობაში სასამართლოს ხშირად გამოუტანია დაუსაბუთებელი განაჩენი. ანგარიშში ასევე ასახულია ლტოლვილთა უფლებების დარღვევის ფაქტები და აღნიშნულია, რომ ამ მიმართულებით მუშაობა 2011 წელსაც გაგრძელდება. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_1104.html
| |||
განათავსა - Drakula | 07 თებ. 2011, 19:42 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.