ჰოლანდიის მაცხოვრებლებმა ხელისუფლებისაგან ღია ბარათები მიიღეს მარიხუანის სურნელი | მსოფლიოს ამბები | ||
ჰოლანდიის ხელისუფლებამ როტერდამის და ჰააგის მოსახლეობას 30 ათასამდე მარიხუანას სუნით გაჟღენთილი ღია ბარათი გაუგზავნა, რათა უფრო აქტიურად ებრძოლონ კანონდამრღვევებს. თითოეული ღია ბარათი გაფორმებულია მწვანე ფერში და შეიცავს ორ ზოლს სპეციალური საფარით, რომლის გადაფხეკის შემთხვევაშიც შესაძლებელია მარიხუანის მახასიათებელი სუნის შეგრძნება. ბარათზე ასევე დატანილია პოლიციის ტელეფონის ნომრები და მოწოდება: ''დაგვეხმარეთ კანაფის პლანტაციებთან ბრძოლაში!'' სამუშაო ჯგუფის წარმომადგენლის განცხადებით, პროექტის მიზანია მოქალაქეებს მიაწოდონ გააგებინონ კანაფის არალეგალური პლანტაციების არსებობის შესახებ და მისცენ მათ ინსტრუმენტი, რომლის დახმარებითაც შეეძლებათ მათი გამოვლენა და პოლიციისთვის შეტყობინება. ეს სასინჯი აქციაა და მოქალაქეების რეაქცია უჩვენებთ მათ, ღირს თუ არა სხვა ქალაქებშიც ანალოგიური გზავნილების დაგზავნა. სპეციალისტები მარიხუანას გავრცელებასთან დაკავშირებულ საშიშროებებს შორის ასახლებენ ხანძრებსაც: კანაფის გასაზრდელად საჭიროა დიდი რაოდენობით სინათლე და ნესტი. ხშირად სარწყავ მოწყობილობებსა და ელექტროობასთან უყურადღებო მოპყრობა იწვევს მოკლე ჩართვას და ხანძრის გაჩენას. მიუხედავად იმისა, რომ 1976 წელს ჰოლანდიაში მოხდა მარიხუანის გარკვეული რაოდენობის მოხმარება (არაუმეტეს 5 გრამისა ადამიანზე), ქვეყანაში არსებობს კანაფის უამრავი უკანონო ''ფერმა''. უმეტესად, პლანტაციები განლაგებულია სახლების ზედა სართულებზე, სარდაფებში და კერძო სახლებში. პირადი მიზნებისთვის ჰოლანდიის მოქალაქეს უფლება აქვს გაზარდოს კანაფის არაუმეტეს ხუთი ბუჩქი. მარიხუანას მასიური წარმოება აკრძალულია და კრიმინალური ორგანიზაციების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. ჰოლანდიაში კანაფის შავი ბაზრის წლიური ბრუნვა 1,7 მილიონ ევროს აღწევს. სპეცსამსახურების მონაცემებით, ქვეყანაში სულ 40 ათასამდე უკანონო კანაფის სათბური არსებობს, ხოლო ყოველწლიურად 6 ათასამდე ნადგურდება. ამათგან მხოლოდ როტერდამში აღმოჩენილ იქნა დაახლოებით 300 პლანტაცია 600 - 1000 მცენარით თითოეულში. წყარო - lenta.ru
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_110.html
| |||
განათავსა - mariami | 09 ნოემ. 2010, 16:34 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 1 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.