საქართველო მსოფლიოში 51-ე ადგილზეა ინტერნეტ-ტრაფიკის მიხედვით | საქართველოს ამბები | ||
მსოფლიოში ინტერნეტ-ტრაფიკის მიხედვით საქართველოს 51-ე ადგილი, ხოლო რეგიონალურ მასშტაბში - 1 ადგილი უკავია, იტყობინება “GHN“. Net Index-ის თანახმად, საქართველოში ინტერნეტის საშუალო სიჩქარეა 6.77 Mbps. რეიტინგის ლიდერთა ხუთეულში შევიდნენ: სამხრეთ კორეა (36.56 Mbps), ლიტვა (30.34 Mbps), ლატვია (26.40 Mbps), შვედეთი (25.14 Mbps), ნიდერლანდები (24.51 Mbps). რეიტინგის აუთსაიდერები გახლავთ: ზამბია - 0.65 Mbps, ირანი - 0.63 Mbps, ბოლივია - 0.55 Mbps და ზიმბაბვე - 0.39 Mbps. პოსტსაბჭოთა ქვეყნებში რეიტინგი ამგვარადაა განაწილებული: ლიტვა (მე-2 ადგილი) – 30.34 Mbps, ლატვია (3) – 26.40 Mbps, მოლდოვეთი (7) – 23.67 Mbps, უკრაინა (24) – 12.83 Mbps, ესტონეთი (25) – 12.79 Mbps, რუსეთი (27) – 12.18 Mbps, საქართველო (51) – 6.77 Mbps, ყაზახეთი (61) – 5.74 Mbps, ყირგიზეთი (64) – 5.66 Mbps, ბელარუსი (67) – 5.31 Mbps, აზერბაიჯანი (94) – 2.91 Mbps, უზბეკეთი (124) – 1.98 Mbps, სომხეთი (128) – 1.85 Mbps, ტაჯიკეთი (139) – 1.54 Mbps. რეიტინგი 2008 წლის 2 აგვისტოდან 2011 წლის 2 თებერვლის ჩათვლით IP-მისამართების ტესტირების საფუძველზეა შედგენილი. წყარო - GHN
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_1099.html
| |||
განათავსა - Drakula | 07 თებ. 2011, 16:05 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.