საქართველოს მთავრობა კახეთში მასშტაბურ ინვესტიციებს გეგმავს | ბიზნესი და ეკონომიკა | ||
საქართველოს ხელისუფლებები მსოფლიო ბანკთან ერთად კახეთში რეგიონალური განვითარების მხარდაჭერის მიზნით მასშტაბური ინვესტიციების განხორციელებას გეგმავენ. ამის შესახებ 7 თებერვალს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა კახა ბაინდურაშვილმა ბიზნეს ასოციაციის წევრებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომელიც ბათუმში გაიმართა. „ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ აზიის განვითარების ბანკთან ისეთ პროექტებზე, რომლებმაც ტურისტული პოტენციალი და ამ სფეროში მოღვაწე კომპანიათა შესაძლებლობები უნდა გაზარდონ. მსოფლიო ბანკთან ერთად ასევე ახალ ინიციატივას განვიხილავთ, რომელიც ითვალისწინებს რეგიონალური განვითარების დამატებით მხარდაჭერას კონკრეტულ რეგიონში მასშტაბური ინვესტიციების განხორციელების გზით. ამ ეტაპზე ასეთად კახეთი განიხილება. ვფიქრობთ, ახალი ინიციატივები კერძო სექტორის განვითარების მეტი შესაძლებლობების მომცემი იქნება, რაც უკვე დავინახეთ აჭარისა და სვანეთის მაგალითებზე“, - განაცხადა ბაინდურაშვილმა და აღნიშნა, „რომ არა სახელმწიფოს მხრიდან განხორციელებული ინვესტიციები, კერძო მეწარმეები ვერ შეძლებდნენ სწრაფი შედეგების დამოუკიდებლად მიღწევას“. წყარო - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_1098.html
| |||
განათავსა - Drakula | 07 თებ. 2011, 14:32 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.