სენატორი მაკ-კეინი განაგრძობს საქართველოს მხარდაჭერას ყველა საერთაშორისო არენაზე | მსოფლიოს ამბები | ||
ამერიკელმა სენატორმა, აშშ-ის პრეზიდენტობის ყოფილმა კანდიდატმა ჯონ მაკ-კეინმა განაცხადა, რომ „განაგრძობს საქართველოს მხარდაჭერას ყველა საერთაშორისო არენაზე“. ამის თაობაზე მან 5 თებერვალს მიუნხენში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა. მაკ-კეინმა, რომელიც უსაფრთხოების საკითხების მიუნხენის საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობდა, განაცხადა: „ყველა საერთაშორისო არენასა და აშშ-ის პოლიტიკურ წრეებში მე საქართველოს მხარდაჭერას განვაგრძობ, ასევე მოწოდებებს იმაზე, რომ რუსეთი საქართველოს ტერიტორიათა ნაწილის ოკუპაციას ახორციელებს, რომ რუსეთის ფედერაცია არღვევს შეთანხმებას რუსეთსა და საქართველოს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ (2008 წლის 12 აგვისტო), ასევე მოწოდებებს იმაზე, რომ საქართველოსთვის გაწეულ იქნას დახმარება იმ თავდაცვითი იარაღის მიღებაში, რომელიც ამ ქვეყნის თავდაცვისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვისაა აუცილებელი“. მაკ-კეინმა ასევე აღნიშნა „სიცხადე იმისა, რომ დასავლეთი არ ეთანხმება რუსეთის მიერ საქართველოს შემადგენელი ნაწილების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების აღიარებას“. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_1094.html
| |||
განათავსა - Drakula | 07 თებ. 2011, 11:53 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.