საქართველოში საერთაშორისო გადაზიდვებზე ერთჯერადი და მრავალჯერადი ნებართვების გაცემამოხდება | საქართველოს ამბები | ||
საერთაშორისო საავტომობილო და სატვირთო გადაზიდვებზე საქართველოში ერთჯერადი და მრავალჯერადი ნებართვების გაცემა მოხდება. ამასთან დაკავშირებით ცვლილებები შედის კანონში „ლიცენზირებისა და ნებართვების“ შესახებ, რომელთა ფარგლებშიც ხორციელდება ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის რეორგანიზაცია და საავტომობილო, საზღვაო და საჰაერო ტრანსპორტის ფორმირება მოხდება როგორც საჯარო უფლების იურიდიული პირებისა. კანონპროექტის თანახმად, სატვირთო და სამგზავრო გადაზიდვებზე მოხდება როგორც ერთჯერადი, ისე მრავალჯერადი ნებართვების გაცემა. დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე, პროექტი 3 თებერვალს მთავრობის საპარლამენტო მდივანმა გია ხუროშვილმა წარადგინა. წყარო - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_1083.html
| |||
განათავსა - Drakula | 04 თებ. 2011, 11:40 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.