პედაგოგებში საუკეთესო გაკვეთილის კონკურსი გამოცხადდა | საქართველოს ამბები | ||
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი აცხადებს საუკეთესო გაკვეთილის კონკურსს საპილოტე პროგრამის ”ნეტბუქები პირველკლასელებისთვის” მონაწილე დამრიგებლებისთვის. კონკურსი მიზნად ისახავს: ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების განათლების სფეროში ინტეგრაციის ხელშეწყობას; მასწავლებლების დამხმარე ელექტრონული სასწავლო ქართულენოვანი რესურსების საცავის გამდიდრებას; საგაკვეთილო გარემოს გამრავალფეროვნებას პირველკლასელებისთვის სასწავლო პროცესში ისტ-ის ინტეგრირებით; ისტ-ის სასწავლო პროცესში გამოყენების პედაგოგიურ მეთოდებზე წარმატებული მაგალითების გაზიარებას მასწავლებელთა შორის. კონკურსის მონაწილეები ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ დისციპლინებში პირველკლასელებისთვის შექმნიან სასწავლო რესურსებს. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის მიერ შექმნილი კომისია გამოავლენს გამარჯვებულ მასწავლებელს. წყარო - tpdc.ge
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_108.html
| |||
განათავსა - teo- | 09 ნოემ. 2010, 16:03 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 1 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.