საქართველო პოსტსაბჭოთა სივრცეში ფასების ზრდის მიხედვით მეორე ადგილზეა | ბიზნესი და ეკონომიკა | ||
საქართველო პოსტსაბჭოთა სივრცეში ფასების ზრდის ტემპის მიხედვით მეორე ადგილზეა. „შარშან ბელარუსთან შედარებით ყველაზე სწრაფი ტემპით ფასები მხოლოდ ყირგიზეთსა და საქართველოში გაიზარდა“, - წერს ბელორუსული გამოცემა „ბელაპანი“ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ ჩატარებული ანალიზის საფუძველზე. მონაცემთა თანახმად, პირველ პოზიციაზე იმყოფება ყირგიზეთი, სადაც შარშან ფასები 19.2%-ით გაიზარდა. საქართველოში დაფიქსირებულია ფასთა ზრდა 11.2%-ით. მათ მოსდევთ: ბელარუსი - 9.9%; სომხეთი - 9.4%; უკრაინა - 9.1%; რუსეთი - 8.8%; მოლდოვა - 8.1%; ყაზახეთი - 7.8%; აზერბაიჯანი - 7.6%; უზბეკეთი - 7.3%; ესტონეთი - 5.7%. რაც შეეხება ამერიკული დოლარის კურსის ზრდის ტემპს, მიმდინარე წლის იანვარში დოლარი აჩქარებული ტემპით საქართველოსა და უზბეკეთში გაძვირდა. საქართველოში დოლარის კურსი ერთ თვეში 2.04%-ით გაიზარდა. მას მოსდევს: უზბეკეთი - 0.66% და ყირგიზეთი - 0.36%. დანარჩენ ქვეყნებში დოლარის გაძვირების ბევრად უფრო მცირე მაჩვენებელი დაფიქსირდა. წყარო - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_1079.html
| |||
განათავსა - Drakula | 03 თებ. 2011, 13:41 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.