საქართველომ იანვარი 36 მილიონიანი პროფიციტით დაასრულა | ბიზნესი და ეკონომიკა | ||
საქართველოს მთავრობამ იანვარში სახელმწიფო ბიუჯეტის პროფიციტულ შესრულებას მიაღწია. ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა კახა ბაინდურაშვილმა განუცხადა. მისი თქმით, 2011 წლის იანვარში ბიუჯეტი 36.7 მლნ ლარით გადაჭარბებით შესრულდა. თუმცა, მას არ დაუზუსტებია, როგორი პროგნოზული გეგმა იყო ჩადებული იანვარში. „წინა წლების პირველ თვესთან შედარებით, ჩვენ პირველად მივაღწიეთ სახელმწიფო ბიუჯეტის პროფიციტს და შემიძლია კარგი ფისკალური მაჩვენებლები აღვნიშნო“, აღნიშნა მინისტრმა, ამასთან, ხაზი გაუსვა, რომ ეს ეკონომიკურ აქტიურობაზე მიუთითებს. ბაინდურაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ სახელმწიფო ბიუჯეტში ჩადებულია 4.5%-ის ოდენობის დეფიციტი, რომელიც, მისი თქმით, ჯერ კიდევ წლის პირველ ნახევარში იქნება სტაბილიზებული. მინისტრმა განაცხადა, რომ მშპ-თან მიმართებაში იანვრის პროფიციტმა 0.2% შეადგინა. იგი შეპირდა, რომ ყოველთვიურად შეხვდება პრესას სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების შედეგებთან დაკავშირებით. წყარო - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_1073.html
| |||
განათავსა - Drakula | 02 თებ. 2011, 14:53 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.