პენტაგონის წარმომადგენლებმა საქართველოს კადეტთა სასწავლებელს მაღალი შეფასება მისცეს | საქართველოს ამბები | ||
პენტაგონის რეგიონალური დირექტორი სელესტ ვალანდერი მიიჩნევს, რომ კადეტთა კორპუსი, რომლის სასწავლებელიც მან სხვა ამერიკელ თანამდებობრივ პირებთან ერთად დაათვალიერა, საქართველოს შეიარაღებული ძალების მნიშვნელოვანი ნაწილი გახდება. მისი თქმით, კადეტთა კორპუსის სასწავლო ცენტრი და საწვრთნელი ბაზა მაღალ შეფასებას იმსახურებს. „კადეტთა სამხედრო სასწავლებელი საქართველოს შეიარაღებული ძალების ინსტიტუციონალური რეფორმის მნიშვნელოვანი ნაწილი გახდება, რაც საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციაში დაეხმარება“, - განაცხადა ვალანდერმა. პენტაგონის რეგიონალური დირექტორი და სხვა მაღალჩინოსანი ამერიკელი სამხედრო პირები საქართველოში თავდაცვის საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობისათვის ჩამოვიდნენ, რომელიც დღეს ბათუმში გაიხსნა. კონფერენციაში განხილული იქნება ნატოს ახალი სტრატეგიული კონცეფცია და სამშვიდობო ოპერაცია ავღანეთში. კონფერენციის მონაწილეები ასევე საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების, სარეზერვო სისტემისა და თავდაცვის სფეროში გამჭვირვალობის საკითხებს განიხილავენ. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_1072.html
| |||
განათავსა - Drakula | 02 თებ. 2011, 10:37 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.