მუბარაქმა კომპრომისული გადაწყვეტილება შემოთავაზა | მსოფლიოს ამბები | ||
ეგვიპტის პრეზიდენტმა ჰოსნი მუბარაქი მოქალაქეებისადმი ტელემიმართვისას შეპირდა მათ, რომ თავისი პრეზიდენტობის უკანასკნელ თვეებს ხელისუფლების მშვიდობიანი გადაცემის მომზადებას მიუძღვნის. ეგვიპტის ლიდერის გამოსვლას მსოფლიოს წამყვანი ტელეარხები აჩვენებდნენ. მუბარაქის თქმით, იგი არ აპირებს 2011 წლის სექტემბერში საპრეზიდენტო არჩევნებზე საკუთარი კანდიდატურის წამოყენებას. თუმცა ამ თარიღამდე არც გადადგომას გეგმავს. პრეზიდენტი არჩევნებზე კონკურენციისათვის პირობების შექმნას დაპირდა, კერძოდ, კონსტიტუციის 76-ე სტატიის შეცვლას, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნებზე დამოუკიდებელი კანდიდატების მონაწილეობას შეუძლებლად ხდის, იუწყება ტელეარხი „ალ-ჯაზირა“. ამას გარდა, მუბარაქმა წამოაყენა ერთი პოლიტიკოსთვის საპრეზიდენტო ვადების რაოდენობაზე შეზღუდვების შემოღების წინადადება. პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ყოველთვის იცავდა თავის ქვეყანას და სიკვდილს ეგვიპტეში აპირებს. „მე ისტორია გამასამართლებს. სამშობლო კვლავ იცოცლებს. ადამიანები კი არა“, - დაასრულა ეგვიპტის ლიდერმა. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_1070.html
| |||
განათავსა - Drakula | 02 თებ. 2011, 10:35 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.