რომპეტროლ-საქართველო საუნივერსიტეტო სპორტის მხარდამჭერი გახდა | ბიზნესი და ეკონომიკა | ||
კომპანია „რომპეტროლ საქართველო" საუნივერსიტეტო სპორტის მხარდამჭერი გახდა. თანამშრომლობის მემორანდუმი რომპეტროლსა და საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციას შორის 9 ნოემბერს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში გაფორმდა. მემორანდუმზე ხელი საუნივერსიტეტო სპოტრის ფედერაციის პრეზედენტმა - ნიკოლოზ ამაშუკელმა და რომპეტროლ-საქართველოს გენერალურმა დირექტორმა - ალექსანდრე ალბინმა მოაწერეს. მემორანდუმის გაფორმებას სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი - ლადო ვარძელაშვილიც ესწრებოდა. მემორანდუმის თანახმად, რომპეტროლი 2010-2011 წლების განმავლობაში დაგეგმილი ყველა საუნივერსიტეტო სპორტული აქტივობის მხარდამჭერი იქნება, და ამ ხნის განმავლობაში ყველა შეჯიბრი „საუნივერსიტეტო რომპეტროლიადის" სახელით ჩატარდება. გეგმის თანახმად, „საუნივერსიტეტო რომპეტროლიადა" სტარტს უახლოეს დღეებში ქარიშხალას სპორტულ კომპლექსში სტუდენტური ლიგით ფუტსალში აიღებს, დეკემბერში გაიმართება შეჯიბრი ბილიარდის მოყვარულებს შორის და მალევე სტუდენტური ლიგა კალათბურთში. ახალი წლიდან კი რომპეტროლიადა სამთო-სათხილამურო სპორტში გამოავლენს გამარჯვებულებს, შეჯიბრი გუდაურში გაიმართება. გაზაფხულზე დაგეგმილია სტუდენტური კროსის ჩატარება და „უნივერსიადა 2011". წყარო - sport.gov.ge
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_107.html
| |||
განათავსა - teo- | 09 ნოემ. 2010, 16:02 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.