2011 წელს სააკაშვილი საქართველოში 3 მლნ-ზე მეტ ვიზიტიორს მოელის | საქართველოს ამბები | ||
მიმდინარე წელს საქართველოს პრეზიდენტი საქართველოში 3 მლნ-ზე მეტ ვიზიტიორს მოელის. ამის შესახებ პრეზიდენტმა კაჭრეთში პროფესიული სასწავლებლის რეაბილიტირებული შენობის პრეზენტაციაზე განაცხადა. მისი თქმით, წლების განმავლობაში საქართველოში ტურიზმის განვითარებას რიგი ფაქტორები უშლიდა ხელს. „2007 წელს ადგილი ჰქონდა აქციებსა და შიდა დაძაბულობას. 2008 წელს მტერმა ომი გაგვიჩაღა. 2009 წელს კვლავ დაიწყო აქციები. 2010 წელი კი სტაბილურობის პირველი წელი გახლდათ, როდესაც ქვეყანაში 2 მლნ-ზე მეტი ტურისტი ჩამოვიდა“, - განაცხადა პრეზიდენტმა. მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, რომ ქვეყანაში ტურიზმის განვითარებასთან ერთად იქმნება ინფრასტრუქტურა, კერძოდ, თებერვალში ქობულეთში 20 სასტუმროს მშენებლობა დაიწყება, ამდენივე აშენდება ანაკლიაში, ასევე აშენდება სასტუმროები მესტიაში. „ტურიზმი ვალუტის სტაბილურობის ერთ-ერთი გარანტიაა. ასევე კარგი საფუძველია ქვეყნებთან პოლიტიკური ურთიერთობის გასაღრმავებლად“, - განაცხადა სააკაშვილმა და აღნიშნა, რომ გასულ წელს საქართველოში სომხეთის 500 ათასი მოქალაქე ჩამოვიდა, ხოლო გამარტივებული სავიზო რეჟიმით სამხრეთ კავკასიის 40 ათასამდე მაცხოვრებელმა ისარგებლა.
http://www.apsny.ge/2011/eco/1296617997.php წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_1067.html
| |||
განათავსა - Drakula | 01 თებ. 2011, 17:53 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.