რძის პროდუქტები გაძვირდა | ბიზნესი და ეკონომიკა | ||
რძის პროდუქტების მწარმოებლები ფასებს ზრდიან თითქმის ყველა სახეობის პროდუქციაზე. კომპანია „სანტემ“ უკვე გაზარდა ფასები 15%-ით. როგორც მარკეტინგის სფეროში კომპანიის გენერალური დირექტორის მოადგილემ ერეკლე გამყრელიძემ განაცხადა, ეს ნედლეულზე ფასთა ზრდით არის გამოწვეული. არსებული ინფორმაციით, ფასებს ზრდის კომპანია „ეკოფუდიც“, თუმცა თავად კომპანიაში ამ ეტაპზე კომენტარებისაგან თავს იკავებენ. სანტესა“ და „ეკოფუდისაგან“ განსხვავებით, კომპანია „ნიკორა“ ამ მომენტისათვის ფასებს არ ზრდის. კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის გიგი ბატკუაშვილის განცხადებით, „ნიკორას“ ყველა პროდუქტზე ძველი ფასები ნარჩუნდება. „ჩვენი კომპანია სტაბილურობას ინარჩუნებს და არც ერთი ჩვენი პროდუქტი არ ძვირდება. ფასთა ზრდა მომწოდებელზეა დამოკიდებული, თვითნებურად ჩვენ ფასებს არ გავზრდით“, - განმარტა ბატკუაშვილმა. წყარო - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_1064.html
| |||
განათავსა - Drakula | 01 თებ. 2011, 16:59 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.