ბათუმში თავდაცვითი სფეროს კონფერენცია ჩატარდება | საქართველოს ამბები | ||
2-3 თებერვალს ბათუმში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ ორგანიზებული „საქართველოს თავდაცვითი კონფერენცია“ ჩატარდება. მისი მონაწილეები გლობალური უსაფრთხოებისა და საქართველოს უსაფრთხოების საკითხებს, ნატოს ახალ სტრატეგიულ კონცეფციასა და ავღანეთში ალიანსის ოპერაციის მსვლელობას განიხილავენ. შეხვედრის მონაწილეები ასევე განიხილავენ საქართველოს შეიარაღებული ძალების შესაძლებლობათა გაუმჯობესების გზებს, რეზერვის სისტემასა და საქართველოს თავდაცვის სფეროსათვის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის საკითხებს. კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ ნატოს შტაბ-ბინის, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციები, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო სექტორის ხელმძღვანელები და მისი სამოქალაქო სექტორი. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_1057.html
| |||
განათავსა - Drakula | 01 თებ. 2011, 09:07 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.