მიხეილ სააკაშვილი და ანგელა მერკელი მიუნხენში შეხვდებიან | საქართველოს ამბები | ||
საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისა და გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელის შეხვედრა მიუნხენში უსაფრთხოების ყოველწლიურ კონფერენციაზე შედგება, იტყობინება „GHN“. როგორც პრეს-სპიკერმა მანანა მანჯგალაძემ განაცხადა, ამის გარდა, სააკაშვილი შეხვედრას გეგმავს შვეიცარიის პრეზიდენტთან, ასევე დაგეგმილია სხვა შეხვედრებიც. „სხვა ორმხრივი შეხვედრების სია ზუსტდება“, - თქვა მანჯგალაძემ. ამასთან ერთად, მისი თქმით, ასევე მოსალოდნელია, რომ საქართველოს პრეზიდენტი სიტყვით გამოვა კონფერენციის ფარგლებში, რომელიც მიუნხენში ჩატარდება. შეგახსენებთ, რომ უსაფრთხოების 46-ე კონფერენცია მიუნხენში 4 თებერვალს გაიხსნება. მის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებს 350-ზე მეტი სტუმარი. წყარო - GHN
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_1056.html
| |||
განათავსა - Drakula | 01 თებ. 2011, 09:06 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.