ოქტომბრიდან თბილისში ყვითელი სამარშრუტო ტაქსი ივლის | საქართველოს ამბები | ||
15 ოქტომბრიდან თბილისში ყვითელი სამარშრუტო ტაქსი ივლის. შესაბამისი გადაწყვეტილება მიღებულ იქნა დღეს დედაქალაქში ჩატარებული ტენდერის შედეგად. როგორც კავკაზ-პრესს მერიის სპეციალური სატენდერო კომისიის წევრმა, ტრანსპორტის პროფკავშირთა ხელმძღვანელმა ლავრენტი ალანიამ განუცხადა, ერთ თვეში მერია ტენდერის ოთხ გამარჯვებულ კომპანიასთან შეთანხმებებს გააფორმებს. კომპანიები დედაქალაქში ყვითელ სამარშრუტო ტაქსს ოქტომბრისთვის ჩამოიყვანენ. სამარშრუტო ტაქსი 2011 წლის გამოშვების „ფორდ ტრანზიტის“ მარკისა იქნება. მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გაიმარჯვა შემდეგმა კომპანიებმა: „თბილ ლაინი“, „პაბლიკ კარი“, „კაპიტალ გრუპი“ და „თბილ კარი“. წყარო - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_1052.html
| |||
განათავსა - Drakula | 01 თებ. 2011, 09:01 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.