საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს უფროსი პოლონეთს ეწვევა | საქართველოს ამბები | ||
ამ კვირას საგარეო პოლიტიკური უწყების უფროსი გრიგოლ ვაშაძე ბელგია-ლუქსემბურგის შემდეგ ოფიციალური ვიზიტით პოლონეთს ეწვევა. როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ განაცხადა, ვიზიტის დროს ვაშაძე თავის პოლონელ კოლეგას რადოსლავ სიკორსკის შეხვდება. კალანდაძის თქმით, ასევე მიმდინარეობს მუშაობა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს უფროსის შეხვედრაზე პოლონეთის პრეზიდენტთან ბრონისლან კომაროვსკისთან. „ოფიციალური შეხვედრების გარდა, საგარეო საქმეთა მინისტრი მონაწილეობას მიიღებს საქართველოს საელჩოსთან არსებული ქართული სახლისა და ქართველი ოფიცრების მუზეუმის გახსნაში“, - თქვა ნინო კალანდაძემ. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_1045.html
| |||
განათავსა - Drakula | 31 იან. 2011, 10:37 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.