გუდაურში ყოველდღიურად იზრდება ტურისტთა რაოდენობა | საქართველოს ამბები | ||
გუდაურში ტურისტთა რაოდენობა იზრდება. სამთო-სათხილამურო სეზონი მანდ უკვე გაიხსნა, საბაგირე ბილიკი მუშაობს და თოვლის საფარი 20 სანტიმენტს აღწევს. 28 იანვრიდან, მას შემდეგ რაც თოვლი წამოვიდა, აღნიშნულ კურორტზე ტურისტთა რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება. ტურისტები ძირითადად უცხოელები არიან ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან: ესტონეთიდან, ლიტვიდან, ასევე არიან უკრაინისა და ჰოლანდიის მოქალაქეები. სალაროებთან სათხილამურო ტრასებზე ასვლის მსურველთა რიგები წარმოიქმნა. ბილეთის ღირებულება 21 ლარია, ბავშვებისათვის - 15 ლარი. იჯარით გაიცემა თხილამურებიც. ერთი დღით მთელი სათხილამური კომპლექტის იჯარით აღება 30 ლარი ჯდება. მათთვის, ვინც თხილამურებზე დგომა არ იცის, სპეციალური მწვრთნელები მუშაობენ. მათი მომსახურება 30 ლარიდან იწყება. საოჯახო სასტუმროებში ფასები 50 ლარიდან იწყება. სასტუმროში საშუალო დონის ორ კაციანი ნომერი 100 აშშ დოლარი ღირს. უცხოელი ტურისტები აცხადებენ, რომ ფასები თბილისის სასტუმროებში უფრო მაღალია, ვიდრე გუდაურში. გზა სამთო-სათხილამურო კურორტისკენ გაწმენდილია. სინოპტიკოსთა პროგნოზებით, თოვლი მთელ საქართველოში 2 თებერვლამდე იქნება, თუმცა შემდეგ შესაძლოა მთიან რაიონებში შენარჩუნდეს. წყარო - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_1044.html
| |||
განათავსა - Drakula | 31 იან. 2011, 10:36 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.