პრემიერ-მინისტრი კმაყოფილია მაკროეკონომიკური მაჩვენებლებით | ბიზნესი და ეკონომიკა | ||
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა 2010 წლის 10 თვის მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით კმაყოფილება გამოთქვა. როგორც ნიკა გილაურმა დღეს სამთავრობო სხდომაზე განაცხადა, 2010 წლის 10 თვის განმავლობაში ექსპორტი 33%-ით გაიზარდა. „ექსპორტის სტაბილური განვითარება გამოწვეულია არა მხოლოდ ფასების ზრდით, არამედ იმითაც, რომ საქართველოდან სულ უფრო მეტი დასახელების პროდუქცია გადის და გაიზარდა საექსპორტო ქვეყნების არეალი“, - თქვა მან. პრემიერმა აღნიშნა უძრავი ქონების ბაზარზე გაზრდილი ტრანზაქციები. „უძრავი ქონების რეგისტრაციის მაჩვენებელი გაიზარდა 23%-ით წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, ხოლო ავტომანქანების რეგისტრაციამ იმატა 33%-ით“, - განაცხადა გილაურმა. გილაური საქართველოში ვიზიტიორთა ზრდითაც კმაყოფილია. მისი მონაცემებით, 2010 წელს, 2009 წელთან შედარებით, ქვეყანაში 38%-ით მეტი ვიზიტიორი ჩამოვიდა. „ეს ნიშნავს, რომ იზრდება ტურიზმი და ჩვენ ვვარაუდობთ, რომ წლის ბოლოს ქვეყანაში ტურისტთა რიცხვი 2 მილიონს გადააჭარბებს, რაც საქართველოსათვის რეკორდული მაჩვენებელი იქნება“, - აღნიშნა პრემიერმა. წყარო - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_104.html
| |||
განათავსა - Drakula | 09 ნოემ. 2010, 15:56 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.