საქართველოში იტალიური ენის პედაგოგები ჩამოვიდნენ | საქართველოს ამბები | ||
შემდეგი ნაკადი უცხოელი პედაგოგ-მოხალისეების უკვე საქართველოში ჩამოვიდა. ეს პედაგოგების მეორე ჯგუფია, რომელიც საქართველოში ჩამოვიდა საახალწლო დღესასწაულების შემდეგ. პროგრამის "ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად" საქართველოში ჩამოვიდნენ იტალიური ენის პედაგოგები. ახლადჩამოსული პედაგოგები თავიდან ტრენინგს გაივლიან, რის შემდეგაც თბილისის სკოლებში განაწილდებიან, სადაც სასწავლო პროცესში მიიღებენ მონაწილეობას. განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილის კოკა სეფერთელაძის თქმით, პროგრამის "ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად" , ინგლისურენოვანი პედაგოგების ჩამოსვლა გაგრძელდება მიმდინარე წლის განმავლობაშიც, ამით აღმოსავლეთ საქართველოს სკოლებში პედაგოგ-მოხალისეების განთავსების პროცესი დასრულდება. "ჩვენი მიზანი მდომარეობს იმაში, რომ საქართველოს მოსახლეობამ სხვადასხვა ენაზე ისაუბროს,"- განაცხადა სეფერთელაძემ. ამ დროისათვის საქართველოში იმყოფება 1000 უცხოელი პედაგოგი, 2011 წელს მათი რიცხვი გაიზრდება კიდევ 500-ით. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_1038.html
| |||
განათავსა - Legatuss | 30 იან. 2011, 20:20 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.