ქართველომა ლტოლვილებმა საზღვარგარეთ წასვლა გადაწყვიტეს | საქართველოს ამბები | ||
რამდენიმე ასეულმა ლტოლვილმა გადაწყვიტა ამერიკის შეერთებულ შტატებს პოლიტიკური თავშესაფარი სთხოვოს, მათ მსგვასი თხოვნით უკვე მიმართეს გერმანულ და ფრანგულ დიპლომატებს. "საქართველოს სამოქალაქო ლტოლვილთა მოძრაობის" ხელმძღვანელის დავით მალაზონის თქმით, ლტოლვილებმა უკვე აცნობეს საქართველოში აკრედიტებულ ელჩებს გამოსახლების შესახებ. " გერმანიის საელჩოს თავშესაფარის თხოვნით უკვე 150-მა ადამიანმა მიმართა, ამდენივემ მიმართა საფრანგეთის საელჩოსაც.დაახლოებით 300-მა ლტოლვილმა გადაწვიტა მიმართოს ა.შ.შ.-ს საელჩოს 2 თებერვალს"- განაცხადა მალაზონიამ. შემდეგი მასშტაბური აქციის მოწყობას ლტოლვილები 7 თებერვალს გეგმავენ. აქციაზე ლტოლვილები პილიტიკური ხელისუფლების მიმართ გამოთქვამენ პროტესტს, კერძოდ, მათი თბილისიდან რეგიონებში განსახლების მიზნით. "სამოქალაქო ლტოლვილთა მოძრაობის" წარმომადგენლები 31 იანვრიდან გეგმავენ რეგიონებში შესვლას, სადაც გაასახლეს ლტოლვილები და გაეცნონ მათ მდგომარეობას. ხოლო 2 თებერვალს გაიმართება მომდევნო აქცია პარლამენტის წინ. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_1029.html
| |||
განათავსა - Legatuss | 29 იან. 2011, 17:18 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.